суббота, 10 января 2009 г.

ჩემი უბანი

* * *
მე მარიამ თედელური ვარ. ჩემი სახლი გორში, გორიჯვრის უბანში მდებარეობს. უბანს სახელი გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გამო ჰქვია, რდგანაც იმ მთის ძირში მდებარეობს სადაც ეკლესია დგას. თქმულება ეკლესიის აშენენებას თამარ მეფეს მიაწერს, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი უფრო ადრინდელი უნდა იყოს.
ჩვენი უბანი საინტერესო და მნიშვნელოვანია გორიჯვრის დასასვენებელი კურორტით. გოგირდოვანი წყლები მთიდან გადმოედინება და სამკურნალო თვისებები აქვს. აქ ხალხი დადის სამკურნალოდ.
ჩვენს დასახლებას ელექტროფიკაციასაც ეძახიან. E სახელი მან მიიღო გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, როცა აქ აშენდა ელექტროსადგური, რომელიც აღნიშნულ დასახლებას ელექტროენერგიით ამარაგებდა.
გორსა და ჩვენს დასახლებას ერთმანეთისაგან საქართველოს დედამდინარე-მტკვარი ჰყოფს. ისინი ერთმანეთს ძველი და ახალი ხიდებით უკავშირდებიან. Aდასახლებში ახლა ასამდე კომლი ცხოვრობს. თავიდან ელექტროფიკაციაში მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა.
პაპაჩემი , გიორგი თედელური, ხშირად გვიყვება ხოლმე, რომ ის სახლი, რომელშიც ახლა ჩვენ ვცოვრობთ, მას ძალიან ახალგაზრდას და ახლადდაოჯახებულს აუშენებია. პაპასთან ერთად სხვებიც აშენებდნენ სახლებს. ასე ნელ-ნელა გაშენებულა ჩვენი უბანი. აქ ცხოვრობენ თედელურები, მოციქულაშვილები, ქერდიყოშვილები და ასე შემდეგ ძირითადად ეს გვარები ძმათაშვილებისაგან არიან წარმოშობილები. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ოსები და სომხები. მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.